Saturday, April 8, 2017

ტრენინგის რეფლექსია

 ტრენინგ-კურსის გავლა დამეხმარა სხვა კუთხით შემეხედა პროექტული სწავლების მნიშვნელობისთვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პროექტული სწავლება მოსწავლეს მეტად მოტივირებულს ხდის, ისინი პროექტზე მუშაობისას აკეთებენ მნიშვნელოვან აღმოჩენებს, ჩართული არიან პროცესში,ინაწილებენ პასუხისმგებლობებს,აკეთებენ ურთიერთ და თვითშეფასებებს.იაზრებენ შესასწავლ საკითხს სიღრმისეულად. სწორედ ამ კურსის მიმდინარეობის პროცესში, გამიჩნდა სურვილი პრაქტიკულადაც მომესინჯა ჩემი იდეის განხორციელება. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ პროცესში.
 მიმაჩნია, რომ ეს ტრენინგ- მოდული,შესანიშნავ დახმარებას გაგვიწევს მასწავლებლებს, ჩვენ შევძლებთ ბლოგზე განვათავსოთ საინტერესო მასალები, დავწეროთ ჩვენი წარმატებული პრაქტიკის შესახებ, გავეცნოთ კოლეგების გამოცდილებას.

პროექტი

Sunday, March 19, 2017

მოსწავლის პროექტის შეფასება

  ეტაპობრივად დვაკვირდები მოსწავლეთა მუშაობის პროცესს.გავაკეთებ ჩანიშვნებს.
მივცემ წერილობით უკუკავშირს, მკაფიო განმარტებებით.მიცემულ დავალებას შვასრულებ ჯერ მე, და გამოკვეთილი საჭიროებების გათვალისწინებით მივცემ დამატებით ინსტრუქციებს. მოვახდენ დავალებების დიფერენცირებას მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით.

Sunday, March 12, 2017

ჩემი პროექტის პრეზენტაცია


რატომ ქმნის მასწავლებელი მოსწავლის ნიმუშებს?

მნიშვნელოვანია ჩვენთვის მოსწავლის ნიმუშის შექმნა, იმდენად, რამდენადაც ჩვენ შევძლოთ გავიხსენოთ და გავიაზროთ ყველა ის ეტაპი თუ სირთულე,რომლის გავლა და დაძლევა მოუწევთ მოსწავლეებს.სწორად გავთვალოთ შეასრულებელი დავალების დრო,და მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ ინსტრუქციები.

Saturday, March 11, 2017

რეფლექსია

პროექტის მსვლელობისას გამოვიყენებ გონებრივ იერიშს, ვმვ სქემას,ჯგუფური მუშაობის და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკებს, მოსწავლეთა თვითშეფასების და ურთიერთშეფასების ფორმებს,ორგანეიზერებს, შეკითხვებს.
მნიშვნელოვანია პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპის მონიტორინგი,ამიტომ პროექტის მსვლელობისას ეტაპობრივად გავაკეთებ ჩანიშვნებს.

Saturday, March 4, 2017

ჩემი იდეა


მაქვს იდეა განვახორციელო პროექტი ვირუსების და ბაქტერიების შესახებ.ვფიქრობ საინტერესო თემაა,იძლევა საშუალებას სხვადასხვა მიმართულებით გავშალო მუშაობა. გამოვიყენო მრავალმხრივი და საინტერესო აქტივობები, მაგალითად; დაკვირვება რძის დამჟავების , ვაშლის ლპობის, პურის დაობებეის, ცომის ამოფუების პროცესზე და ა.შ.  ვფიქრობ, საინტერესო იქნება მოსწავლეებმა უფროსებისგან ჩაიწერონ ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების ხალხური მედიცინის ხერხებით მკურნალობის საშუალობები, ასევე ინტერვიუ ექიმთან- როგორ დაიცვან თავი გადამდები დაავადებებისგან.მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, შექმნან საინფორმაციო ფლაერი.

Sunday, February 26, 2017

პროექტზე დაფუძნებული სწავლება

   სასწავლო პროექტი  კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე ან ინიციატივის განხორციელებაზე მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, ის უზრუნველყოფს მოსწავლეთა შემოქმედებითი, კვლევითი,კომუნიკაციის, ,თანამშრომლობითი და პასუხისმგებლობის განაწილების უნარების ჩამოყალიბებას და განვითარებას.

  დაწყებით კლასებში მოსწავლეებს უჭირთ გლობალურ  ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებული თემების გააზრება, ამიტომ გადავწყვიტე მეორე-მესამე კლასის მოსწავლეებთან განმეხორციელებინა პროექტი  თემაზე „ჩვენ ვზრუნავთ  გარემოზე“. პროექტის მიზანი იყო მოაწავლეებს გაეცნობიერებინათ დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და შეძლებოდათ გარემოზე ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული ცვლილებების დანახვა. გამოემუშავებინათ  თანამშრომლობის, კვლევა-ძიების, პრობლემის გააზების,ლოგიკური მსჯელობის, ინფორმაციის ორგანიზების უნარ-ჩვევები.
   პროექტის მიმდინარეობა და  განხორციელების ეტაპები: მოსწავლეებთან ერთად გამოვკვეთეთ პრობლემა, ჩამოვაყალიბეთ თემა - „ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე“  შევადგინეთ  გეგმა, განვსაზღვრეთ ვადა, რომელიც პროექტის განხორციელებისთვის იქნებოდა საჭირო, .ერთად შევიმუშავეთ პროექტის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები: 1. მიზანი, 2. ორგანიზება, 3.შინაარსის კორექტულობა, 4. კვლევა, 5.შემოქმედებითობა, 6.დასკვნები, 7. პრეზენტაცია.  პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპს ვუწევდი მონიტორინგს, საჭიროების შემთხვევაში ჯგუფებს ვაძლევდი რჩევებს.
 საწყის ეტაპზე მოსწავლეებს ვუჩვენე სპეციალურად მომზადებული სლაიდები დანაგვიანებული გარემოს შესახებ. გამოთქვეს ვარაუდები გარემოს დაბინძურებით გამოწვეული საფრთხეების შესახებ.მეორე კლასელებმა ბუკებში შეასრულეს ჩემს მიერ მომზადებული სავარჯიშო „ჩაწერე რა გახსენდება სიტყვებზე -  დანაგვიანებული გარემო“, მათ ზუსტად შეძლეს ასოციაციური კავშირების  მონახვა და წარმატებით შეასრულეს დავალება.
  შემდეგ ეტაპზე მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად ისე, რომ მეორე და მესამე კლასელებს ერთად შეძლებოდათ მუშობა.პირველმა ჯგუფმა შექმნა ნახატები თემაზე „დედამიწა ნარჩენებში იძირება“, მეორე ჯგუფმა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიღო დანაგვიანებული გარემოს ფოტოები, მესამე ჯგუფმა კი - ადგილი შეარჩია და მოთხარა ორმო „ნაგვის სამარხის“ მოსაწყობად.
 საკლასო ოთახში გამოვფინეთ ნახატები და სოფელში გადაღებული დანაგვიანებული გარემოს ფოტოები. მოვაწყეთ დისკუსია - გამოითქვა  მოსაზება, რომ ადამიანებმა თუ არ ისწავლეს გარემოს მოვლა, თუ უწესრიგოდ მოისვრიან ნარჩენებს ირგვლივ ,ეკოლოგიური კატასტროფა გარდაუვალი იქნება.  პრობლემის ასეთი ფორმით ვიზუალიზაცია დაეხმარა ბავშვებს სწორი ასკვნები გაეკეთებინათ და მიზეზ-შედეგობრივი კავშირები დაემყარებინათ არსებულ რეალობასთან .
  პროექტის მიმდინარეობის მომდევნო ეტაპზე მოვაწყეთ დასუფთავების აქცია სკოლის ეზოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსწავლეები ხალისით ჩაებნენ პროცესში . ბავშვებმა რეზინის ხელთათმანებით,პოლიეთილენის ტომრებში , მცირე ფართობის მიუხედავად, საკმაოდ დიდი რაოდენობის ნაგავი შაგროვეს. მე მათ ავუხსენი, რომ დედამიწაზე მოსახლეობის ზრდასთან ერთად მატულობს უსარგებლო ნარჩენების რაოდენობა,რაც საფრთხეს უქმნის არა მარტო კაცობრიობას, არამედ ყველა ცოცხალ არსებას.
  შეგროვილი ნარჩენები დავახარისხეთ, მე მათ განვუმარტე, რომ ორგანული  ნარჩენები-სახადასხვა საკვები პროდუქტი, ხილი , ბოსტნეული , ბუნებაში ადვილად იშლება და საფრთხეს არ წარმოადგენს . ორგანული ნარჩენებისგან განსხვავებით , პოლიეთილენის პარკების და ბოთლების, ასევე თუნუქის კოლოფების დაშლას ასობით წელი  სჭირდება, ამიტომ არაორგანული ნარჩენები - უსარგებლო საყოფაცხოვრებო ნივთები  აბინძურებს გარემოს და მნიშვნელოვან საშიშროებას უქმნის ზოგადად  სიცოცხლეს დედამიწაზე .
   გავაცალკევეთ ორგანული და არაორგანული ნაგვის ნიმუშები, ჩავმარხეთ ერთ-ერთი ჯგუფის მიერ სპეციალურად მომზადებულ ორმოში, ადგილი მოვნიშნეთ, გავუკეთეთ თარიღის მიმანიშნებელი წარწერა. ოთხი კვირის შემდეგ ნაგვის სამარხის გახსნისას აღმოჩნდა, რომ არაორგანული ნარჩენები უცვლელად გამოიყურებოდა.
  განხორციელებული აქტივობები დაეხმარა მოსწავლეებს ჩაწვდომოდნენ პრობლემის არსს, გაეაზრებინათ და ჩამოეყალიბებინათ პრობლემის მოგვარების გზები. მიღებული ცოდნის და აღმოჩენების საფუძველზე, მათ შექმნეს სამახსოვრო მინი ბუკლეტი  -
  • გახსოვდეს!  თანამედროვე ნარჩენების დაშლას ასობით წელი სჭირდება !
  • პლასტმასის ბოთლები, ცელოფნის პარკები, სხვადასხვა შესაფუთი მასალა სფრთხეს უქმნის გარემოს !
  • დაგროვილი ნარჩენები ქმნიან სიბინძურის კერებს, რაც დაავადებების გავრცელების წინაპირობას წარმოადგენს.
  • შემოგვიერთდი!- საყიდლებზე თან იქონიე ჩანთა, რათა თავიდან აიცილო ცელოფნის პარკების გამოყენება !
  • ნუ დატოვებ შენს შემდეგ დანაგვიანებულ გარემოს !
  • ნუ ჩაყრი ნაგავს წყალსაცავებსა და მდინარეში ! 
  • იგრძენი პასუხისმგებლობა ყოველი გადაგდებული, თუნდაც სულ პატარა ქაღალდის ნაგლეჯის მიმართ !
  • .„ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე, იზრუნე შენც !
 პროექტის დასკვნით ეტაპზე გადავიღეთ სარეკლამო ვიდეო რგოლი, სადაც ბავშვები მოუწოდებენ ადამიანებს -იზრუნონ გარემოზე.
 სკოლაში  მოვაწყეთ პროექტის პრეზენტაცია.  მოწვეული იყვნენ პედაგოგები, მშობლები, სხვა კლასების მოსწავლეები, სოფლის მოსახლეობა. მონაწილე ბავშვებმა ისაუბრეს პროექტის შესახებ, უპასუხეს შეკითხვებს, უჩვენეს მათი მონაწილეობით გადაღებული ვიდეო რგოლი, ხალისით დაარიგეს სამახსოვრო მინი- ბუკლეტები.
  განხორციელებული პროექტი დამეხმარა ერთიდაიგივე პრობლემა სხვადასხვა კუთხით დამენახვებინა მოსწავლეებისთვის. მათ შეძლეს გაეაზრებინათ თემის აქტუალობა,  გაეკეთებინათ აღმოჩენები, ეთანამშრომლათ სხვა კლასის მოსწავლეებთან, დახმარებოდნენ ერთმანეთს.
  პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს არსებულ ცოდნაზე ახალი გამოცდილების და ცოდნის დაშნების, სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების  და მრავალმხრივი სააზროვნო თუ ყოფითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების პროცესს.